საავტორო ტურნირი „ოთხი ელემენტი“

ავტორები:
ანტონ ვაჭარაძე, თენგიზ ლელუჩაშვილი, ლევან სარქისოვი, შანშე ქენქაძე
ჩატარების თარიღი: 2024-10-20

1. შეკითხვაში გამოტოვებებია.

ქალაქ ჩენდუსთვის მრავალი წლის განმავლობაში, მთავარ გამოწვევას ჰაერის დაბინძურება წარმოადგენდა. არსებობს გამოთქმა, ჩენდუში ძაღლი ყეფას იწყებს მაშინ, როდესაც [გამოტოვება]. დაასახელეთ 1962 წლის ნაწარმოების პერსონაჟი, რომელიც იმედს არ კარგავს, რადგან [გამოტოვება].

2. დევიდ დიოპის ერთი პერსონაჟი ამბობს: „იქსი იგრეკია რომელიც უნდა დაიცვა და არ უნდა მოკლა“. „იქსი და იგრეკი“ 1913 წლის ნაწარმოებია. დაასახელეთ აღნიშნული ნაწარმოები.

3. წიგნში „დიუნის მესია“ იქსები შედარებულები არიან გადამფრენ ფრინველებს. 2024 წლის ზაფხულში, 1000-ზე მეტი იქსი დაიღუპა. კითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით, რომელშიც ყველა ხმოვანი ერთნაირია.

4. ბორხესის პერსონაჟი უდაბნოს უწოდებს იქსს, კედლების გარეშე. სხვა პერსონაჟი კი მკვლელს ემალება იქსში. დაასახელეთ იქსი.

5. დასარიგებელი მასალა:

[ I think the … is a ...... ,

That blooms for just one hour ]

მოთხრობაში „მთელი ზაფხული ერთ დღეში“, მოქმედება პლანეტა ვენერაზე ვითარდება. სწორედ ამ მოთხრობიდანაა ლექსი, რომელიც დაგირიგდათ. შეიძლება ითქვას რომ ლექსში ჩვენ გამოვტოვეთ ორლებნიანთა კლასის წარმომადგენელი. კითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.

6. მოთხრობაში, წყვილმა, ერთმანეთი გენტის საკურთხევლის მონახულებისას გაიცნო. მოგვიანებით, მათ ქორწილში განვითარებული მოვლენების აღწერისას ნათქვამია, რომ სარკე ამჯერადაც იმაზე მეტს ირეკლავდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. კითხვის ტექსტში, ორი სიტყვა შევცვალეთ სხვა ორი სიტყვით. აღადგინეთ შეცვლილი სიტყვები.

7. ალბანეთში, ვენდეტის დროს მოკლულის პერანგს გამოსაჩენ ადგილას კიდებენ და იმ დრომდე არ რეცხავენ, სანამ მოკლულის გამო შურს არ იძიებენ. ისმაილ კადარე ასეთ პერანგს ადარებს მას. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ის სამი სიტყვით, რომელთაგან ორიც, ერთმანეთისგან მაქსიმალურად დაშორებულ ასოზე იწყება.

8. ლუსი კუკი აღნიშნავს, რომ იქსი, ხავსისა და სოკოს ოთხმოცამდე სახეობისთვის შესანიშვნავად ასრულებს ჰიდროფონული ბაღის როლს. ერთ ნაწამოებში იქსის ჰობია, დააკვირდეს ხეების ზრდას. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით, რომელშიც ყველა ხმოვანი ერთნაირია.

9. იქსით შეცვლილია სხვა სიტყვა: ერთ ნაწარმოებში აღწერილია სამყარო რომელშიც ავტომობილების მართვა დაბალი სიჩქარით აკრძალულია. ამავე სამყაროში იქსების ზომა რამდენიმეჯერ არის გაზრდილი. შეკითხვა: დაასახელეთ რამდენი იქსი ფიგურირებს 2017 წლის ნაწარმოების სათაურში.

10. მოთხრობის პერსონაჟი, ამერიკელი ქალი აპირებს დაქორწინდეს აზიელ არისტოკრატზე. ერთ ეპიზოდში, მისი საქმრო ცდილობს მოკლას სხვა აზიელი მამაკაცი, რომელსაც ამ ქალის ბინაში შეხვდება. თუმცა ირკვევა, რომ ეს მამაკაცი არის იქსი და არა ქალის საყვარელი. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით რომლებიც ორ ერთსადაიმავე ასოზე იწყება.

11. ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჰაბსბურგთა ქორწინებები ტერიტორიების ექსპანსიის გარდა ასეთი იქსების ჩამოყალიბებასაც იწვევდა. თანამედროვე მედიცინაში ბოინიკური იმპლანტების დახმარებით ცდილობენ ასეთი იქსების „შეკეთებას“. დაასახელეთ ასეთი იქსები მეზობელ ასოზე დასწყებული ორი სიტყვით.

12. ერთ ნაწარმოებში, პლასტიკურ ქირურგი იმდენად დახელოვნდება საკუთარ პროფესიაში, რომ მისგან ითხოვენ თითოეული ახალი იქსი დაარეგისტრიროს. სხვა ნაწარმოების, ერთ-ერთი გამოცემის ყდაზე 24 იქსია გამოსახული. დაასახელეთ იქსი ერთი ან ორი სიტყვით.

13. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ახლა უკვე ანტონ ვაჭარაძის ტურზე. შეკითხვაში სიტყვებით „ასეთი“ და „იქსი“ შეცვლილია თითო სიტყვა:ერთი სტატიის თანახმად, ინგრიდ ბეგმანსა და რობერტო როსელინის შორის, ფილმ “სტრომბოლი”-ზე მუშაობისას გაჩაღდა "ასეთი" სიყვარული. კითხვა: დაასახელეთ პერსონაჟი, რომელმაც 1960-იანი წლებიდან პოპულარული გახადა "ასეთი იქსი."

14. სერიალის პერსონაჟი ადვოკატის სამუშაო კაბინეტი, ანტიკურ სტილშია გაფორმებული. ქალაქმა, რომელშიც ის დაიბადა, სახელი მიიღო ცერნისგან. კითხვა: აღადგინეთ სიტყვა, რომელშიც ჩვენ ასოები გამოვტოვეთ.

15. სულიმ იამადაევი დუბაიში, რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოკლეს. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, საემიროებში, საჩუქრად განკუთვნილი დიპლომატიური ტვირთი ჩაიტანეს. შეიძლება ითქვას, რომ სულიმ იამადაევის მკვლელი იყო„მისი უდიდებულესობის საიდუმლო სამსახურში.“ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ რა შევცვალეთ კითხვაში.

16. ბორხესი ამბობდა, რომ ფოქსტროტი სინამდვილეში არის ასეთი. ეს ნააზრევი, სავარაუდოდ, მის სამშობლოში პოპულარული არ იქნებოდა. შეკითხვა: დაასახელეთ ანბანის მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვა, რომლებიც ჩვენ შეკითხვაში სხვა ორი სიტყვით შევცვალეთ.

17. ყურადღება, იქსით შეცვლილია 1 სიტყვა:ზურაბ ქარუმიძე წერს, რომ კელტი მგოსნების აზრით, საუკეთესო იქსი, ყანჩის ბარძაყის ძვლისგან ითლება. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ 1947 წელს დაბადებული ბრიტანელი, რომელიც ნახსენებია ამავე პასაჟში.

18. ზოგი, ბურახს რბილ სასმლად მიიჩნევს, ზოგი კი პირიქით, მის “მჩხვლეტავ” ეფექტს აღნიშნავს. ბურახის ერთ ბრენდს უწოდეს იქსი და იგრეკი. კითხვა: 4 ასოთი დაწერეთ ან იქსი ან იგრეკი.

19. კატარის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ერთი სტადიონი მთლიანად სატვირთო კონტეინერებით ააგეს. დამპროექტებელმა არქიტექტურულმა კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე განაცხადა, რომ მათი არ სურდათ აეშენებინათ მორიგი “ასეთი იქსი.” შეკითხვა:თანაბარი სიგრძის მქონე სიტყვებით დაწერეთ რა შევცვალეთ ასეთი იქსით.

20. ინფლაციის შესახებ სტატიაში, მაგალითად მოყვანილია შოკოლად ტობლერონის ფილა, რომლის სიგრძე არ შეცვლილა, თუმცა „კბილებს“ შორის დაშორებები გაიზარდა.შეკითხვის ერთ სიტყვაში გამოტოვებულია 3 თანხმოვანი. კითხვა: აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველ ვარიანტში.

21. დასარიგებელი მასალა:

[Аteş Gemisi ]

ყურადღება, შეკითხვაში იქსი წარმოადგენს ცვლილებას:ოსმალეთის ფლოტს ჰყავდა დიდ გემებზე თავდასხმისთვის განკუთვნილი პატარა ხომალდები, რომლებსაც იქსებად მოიხსენიებდნენ. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ გვარი, რომელთან ერთადაც XX საუკუნის ნაწარმოების სათაურში ფიგურირებენ იქსები.

22. პირველი შავკანიანები, რომლებსაც ხედავს მეცხრამეტე საუკუნის ნაწარმოების მთავარი გმირი, ისეთი გამხდრები არიან, რომ მუხლები თოკის კვანძებს მიუგავთ. ამ ნაწარმოებს კითხულობს “მეფე კონგის” პერსონაჟი. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

23. მოისმინეთ ციტატა ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან: “მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს... საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება.“ შეკითხვა: თარგმნეთ სიტყვები - „ძეგლი“ და „სახელი“ ივრითზე.

24. ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში, ვირტუოზი მევიოლინე, ჯოშუა ბელი მეტროში, პიკის საათის დროს, 1 საათის განმავლობაში, სტრადივარიუსის ვიოლინოზე უკრავდა. შედეგად, მან მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ყურადღება მიიპყრო და დაახლოებით 30$ გამოიმუშავა. სტატიას, რომელიც ამ ექსპერიმენტს მიეძღვნა, ნახსენებია იქსები და იგრეკები. დაასახელეთ იქსები და იგრეკები.

25. ( მითითება წამკითხველს - აუცილებლად წაიკითხოს კომენტარი).

ერთ წიგნში სალმან რუშდი, კაცს რომელმაც მისი მოკვლა სცადა, სახელით არ მიმართავს და ალფას უწოდებს. რუშდი ორი ასოთი გრძელ ვარიანტზეც ფიქრობდა. დაწერეთ ასო, რომელიც შეკითხვაში სხვა ასოთია შეცვლილი.

26. მარიამ როტშილდი რწყილების პარაზიტულ ბუნებას იკვლევდა. მეტი თვალსაჩინოებისთვის მას ლაბორატორიაში ჰყავდა რამდენიმე იქსი. 1967 წლის რომელი ნაწარმოების სახელი შევცვალეთ იქსით.

27. მე-19 საუკუნის მწერალს ენტონი ტროლაპსნეგატიურადგანწყობილი კრიტიკოსები წარმოსახვას უწუნებდნენ და ხშირად ადარებდენ კაპას. დაწერეთ 9 ასოიანი სიტყვა, რომელიც შეკითხვაში სხვა სიტყვით არის შეცვლილი.

28. იამაიკელი საფია სინკლერი ავტობიოგრაფიაში წერს მამაზე, რომელმაც სამშობლოში წარმატებას ვერ მიაღწია. საფიას მამას ძალიან მოსწონდა კინოც. თუ თანახმა ხართ, დაწერეთ რა არის ჩამატებული კითხვაში.

29. ძნელბედობის ჟამს საქართველო ხშირად რჩებოდა [გამოტოვება], ამიტომ მოსახლეობას რთული გზის გავლა უწევდა მნიშვნელოვანი პროდუქტის საშოვნად.დაწერეთ სილმარილიონი [იგივე გამოტოვება].

30. ერთ წიგნში რომაელი სამხედრო დაინახავს ბანაკის მახლობლად, ბოძზე წამოცმულ იქსს და ხვდება, რომ მტერმა შეთავაზებულ საზავო წინადადებაზე უარი თქვა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

31. დასარიგებელი მასალა (ფერადი): დასარიგებელი მასალა

დაასახელეთ მწერალი რომელმაც აღნიშნა, რომ გონებაში სწორედ მსგავსი ვიზუალი ჰქონდა, როდესაც შედარება გააკეთა.

32. გიჩევთ ჩაიწეროთ. 80-იანი წლების დასაწყისში, თეირანში, ცნობილი ირანელის მხარდასაჭერად მისი სახელი ეწოდა ბევრ ობიექტს. ირონიულია, რომ მათ შორის ბურგერ-ბარსაც. აღადგინეთ სიტყვა რომელსაც ასოები აკლია.

33. ინსპირაციაზე საუბრისას, ეს ადამიანი ახსენებადა ჯონ ფონ ნოიმანის იდეას რობოტზე რომელსაც საკუთარი თავის კოპირება შეუძლია. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი, თუკი გეტყვით რომ მასვე ეძღვნება სტატია სახელად “ცხოვრება თამაშებში”.

34. შეკითხვაში იქსი წარმოადგენს ცვლილებას. ერთ ნაწარმოებში ქალაქში ახლად ჩასული გენერალი, ამჩნევს, რომ ბევრ კაცს აკლია იქსი, და ქალაქის საბრძოლო განწყობაზე სერიოზული ეჭვები უჩნდება. ორი სიტყვით უპასუხეთ, რას აღნიშნავს იქსი ცნობილ თამაშში.

35. ცნობილი ადამიანი წერს, რომ შემთხვევამ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაუტოვა, და ხშირად ესიზმრება სცენა იქსიდან. დაასახლეთ იქსი ორი სიტყვით.

36. ალფას თანადამფუძნებელმა ერთხელ თქვა, რომ სავიზიტო ბარათის ზომის მქონე ფურცელი ზოგ შემთხვევებში გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დიდი ზომის ტილო. დაწერეთ ერთი ასო, რომელიც სხვა ასოთია შეცვლილი.

37. სერიალში “ტედ ლასო”, ერთ სცენაში, ქალაქ უიჩიტას საფეხბურთო გუნდის ყოფილი მწვრთნელი ლონდონის დანახვისას, მისი სიდიადით გაოცდება. ამ დროს, მას ასისტენტი ეუბნება ფრაზას, რომელიც შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც გავიგოთ. დაწერეთ ეს ფრაზა.

38. იქსით შეცვლილია ერთი სიტყვა.საფეხბურთო კლუბ "ლუისვილ სითი"-ს ლოგოზე გამოსახულია იქსები. დაასახელეთ მეხუთე საუკუნეში მცხოვრები ადამიანი, რომლის სახელიც ნიშნავს იქსს.

39. ერთფილმში, მიჩიგანის ციხიდან გაქცეული პატიმარი, მცირე ხანში, ქმნის ოჯახს, შოულობს სამსახურს და იწყებს სტაბილურ ცხოვრებას. ამაზე საუბრისას, ის ირონიულად ახსენებს პირველს მეორეში. დაწერეთ პირველიც და მეორეც.

40. ერთი ვლოგი, რომელშიც ერთმანეთს შედარებულია: გვინეის ყურის სიახლოვეს მდებარე კონგოს რესპუბლიკა და გაუთავებელი სამოქალაქო ომებით გატანჯული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დასათაურებულია სიტყვებით - "ასეთი კონგო და ისეთი კონგო.” შეკითხვა: დაწერეთ ვინ არის ასეთი და ისეთი, 1997 წლის ნაწარმოების სათაურში.

41. ირონიულია, რომ 1909 წელს დაბადებული ეს ადამიანი, არც კი გათხოვილა. შესაძლოა, საკუთარი სახელის გამართლებასაც ცდილობდა. დაასახელეთ ეს ადამიანი.

42. იმუნური უჯრედების - ნეიტროფილების სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ რაღაც ხუთიოდე დღეა. თუმცა, ისინი ძალიან მობილურები და აქტიურები არიან. ამაზე საუბრისას, ერთი იმუნოლოგი მეტაფორულად ამბობს, რომ ნეიტროფილები აკეთებენ ამას და აქვე ახსენებს 1931 წელს ინდიანაში დაბადებულ ადამიანს. არ გეკითხებით რა შევცვალეთ სიტყვებით - აკეთებენ ამას, დაასახელეთ ეს ადამიანი.

43. პარაზიტს - "ტოქსოპლაზმა გონდიი"-ს მღრღნელების სხეულში რეპროდუქცია არ შეუძლია. თუმცა, იქ მოხვედრის შემდეგ პარაზიტი მღრღნელებს უქვეითებს შფოთვას და კატების შარდის სუნის მიმართ მგრძნობელობას. ამაზე საუბრისას, ერთი იმუნოლოგი მღრღნელებს უწოდებს ტოქსოპლაზმას იქსს. კითხვა: დაწერეთ იქსი ორი სიტყვით.

44. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში სხვადასხვა დროს უთამაშიათ: მარიო სოარეშს, ბრუნო კოუტინიოს, რობერტო ფერნანდეშს, ფელიპე გომეშს, ფულგანსო კარდოზუს და სხვებს. კითხვა: არ გეკითხებით ამ ქვეყანას, დაასახელეთ მათი მშობლიური შტატი.

45. 1908 წელს, ემილ ზოლას ნეშტის პანთეონში გადასვენების ცერემონიის დროს, მემარჯვენე აქტივისტმა, ლუი გრეგორიმ გააკეთა ეს. ყურადღება, შეკითხვა: მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვით დაწერეთ, თუ რა შევცვალეთ სიტყვებით - გააკეთა ეს.

46. გთხოვთ, ჩაიწეროთ კითხვა: 1965 წლის 21 თებერვალს, იქსის შორის იყვნენ 3X და 15X. წინა წინადადებაში ჩვენ გამოვტოვეთ ორი სიტყვა, რომლებიც ერთსადაიმავე ასოზე იწყება. დაწერეთ ეს სიტყვები.

47. ერთ დოკუმენტურ ფილმში, საუბარია გასული საუკუნის დასაწყისში, ახალ ბიზნესში, ერთი კომპანიის უდიდეს წარმატებაზე. ამის ხაზგასასმელად ვხვდებით პარადოქსულ ხუმრობას, რომ იმ პერიოდში იქსი ოქროს კვერცხებს დებდა. არ გეკითხებით იქსს, დაასახელეთ 1896 წელს დაარსებული ეს კომპანია.

48. კრისტოფერ ნოლანის ფილმის "ტენეტ" ბოლო სცენაში, ერთი პერსონაჟი გამომშვიდობების დროს, მთავარ პერსონაჟს ეუბნება ფრაზას, რომელიც ერთი სიტყვით განსხვავდება დაახლოებით რვაათეულიწლის წინანდელი ფრაზისგან. დაწერეთ ეს სახეცვლილი ფრაზა.