თბილისის ჩემპიონატი პირველი ლიგა - V ტური (ზონა A)

ავტორები:
ზურაბ ვაშალომიძე, ლუკა ლომსაძე
ჩატარების თარიღი: 2024-11-24

1. პირველი შეკითხვა. გისურვებთ წარმატებებს.

ჰან სოლოს როლმა ჰარისონ ფორდს დიდი წარმატება მოუტანა. საინტერესოა, რომ ხომალდ მილენიუმ ფალკონის დეკორაციის გაუმართაობის გამო ფორდმა [გამოტოვებულია ორი სიტყვა]. აღადგინეთ გამოტოვებული ორი სიტყვა?

2. ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ შეიტყო, რომ ყოფილი მსაჯი, პახარეს პაზი, მადრიდის რეალის ფანი იყო. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ჩართვისას პაზის იქსმა „ჰალა მადრიდის“ შესრულება დაიწყო. დაასახელეთ იქსი.

3. ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორბლის შექმნაზე გავლენა მძიმე ნივთების მორების დახმარებით გადაგორების ტექნიკამ მოახდინა, თუმცა სხვები საპირისპირო მოსაზრებას ემხრობიან. ამაზე საუბრისას დენის გუტლებენი ახსენებს იქსსა და იგრეკს. დაასახელეთ იქსი და იგრეკი ნებისმიერი თანმიმდევრობით

4. ერთ ნაწარმოებში ვხვდებით ხომალდს, რომელზეც განვითარებულია კლონირების ტექნოლოგია. საინტერესოა, რომ ხომალდს სახელი ჰქვია გმირის პატივსაცემად. რომელი გმირის?

5. დასარიგებელი მასალა:

[Billy**** ]

1970-იანი წლების ბოლოს ჯიმი კარტერის ძმამ, ბილიმ დიდი თანხა მიიღო ძმაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ. ამის შესახებ აგორებულ სკანდალს ხშირად მოიხსენიებენ სიტყვით, რომელსაც დასარიგებელ მასალაზე ხედავთ. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველ ფორმაში

6. ლილანდ სკლიარის გიტარაზე დამატებულია არაფერთან დაკავშირებული ამომრთველი, რომელსაც უკმაყოფილო პროდიუსერის მითითებების დროს მისსავე დასანახად აჭერს ხოლმე. სკლიარი ამ ამომრთველზე საუბრისას ახსენებს ერთი მუსიკალური ჯგუფის სახელწოდებას. დაასახელეთ ეს ჯგუფი.

7. ჩინური კორდიცეფსის მიღება აუმჯობესებს უჯრედების მიერ ჟანგბადის შეთვისების უნარს და ენერგიით აღავსებს ორგანიზმს. მისი დადებითი თვისებები აღმოაჩინეს მაშინ, როცა ტიბეტელი მწყემსები დააკვირდნენ, რომ კორდიცეფსის ხშირი მიღების შემდეგ იაკებს ნაადრევად დაეწყოთ … რა?

8. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქირურგი ჯონ კელოგი გადამეტებული მიზოგინიით გამოირჩეოდა. მაგალითად, კელოგი „გზააბნეული ქალბატონების“ სტერილიზაციის მომხრე იყო. მეთ ზიგელი ვარაუდობს, რომ ჯონ კელოგი იყო… ვინ?

9. . მე-20 საუკუნის ფსიქოლოგიაში აღწერეს მდგომარეობა კონტრაფობია, რომლის დროსაც პიროვნება, იმის მაგივრად, რომ შიშის წყაროს გაექცეს, მისით გარშემოირტყამს თავს. დაასახელეთ პერსონაჟი, რომელიც კონტრაფობიის შესახებ ვიკიპედიის სტატიაში მოყვანილია მაგალითად.

10. ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ბანგლადეშელი ბიჭი კონტეინერში შეიპარა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მალაიზიაში იპოვეს. თავდაპირველად მალაიზიელებს ეგონათ, რომ ბიჭი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ კონტეინერში ის ამის დროს შევიდა. დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რის დროს.

11. ყურადღება სიტყვით „ასეთი“ შეცვლილია ორფუძიანი სიტყვა. ბოლო პერიოდია, ერთ სახელმწიფოში მოხშირდა ხელისუფლების კრიტიკოსი პიროვნებების „უბედური“ გარდაცვალებები - ისინი ხშირად ფანჯრებ-აივნებიდან ვარდებიან. ერთი მომხმარებლის აზრით, მსგავსი „უბედური“ შემთხვევებისგან თავის არიდების მიზნით, უმჯობესია ქვეყანაში ასეთი შენობების აგება დაიწყონ. რა არის ასეთი 1930-იანი წლების ნაწარმოების სათაურში?

12. ზოგიერთი სენატორი მიიჩნევდა, რომ იქსს უნდა გაეგრძელებინა არსებობა და მას ადარებდნენ სალეს ქვას, რომელიც მახვილს სიბასრეს არ აკარგვინებს. დაასახელეთ იქსი.

13. ებრაული ტრადიციის თანახმად სკოლის პირველ დღეს ანბანს თაფლში ამოსვრილი დაფის დახმარებით ასწავლიან. შეკითხვის ავტორი ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში ცნობილი აფორიზმი არ არის რელევანტური. დაასახელეთ ამ აფორიზმის ავტორი.

14. ინდიელთა ერთი ტომი იქსს ცეცხლოვან გველს უწოდებს. აი, იგრეკს კი ამ გველის სისინად მიიჩნევს. პასუხის ფურცლებზე დაწერეთ ჯერ იქსი შემდეგ კი იგრეკი.

15. გირჩევთ, ჩაიწეროთ.

ჯონ ფრედერიკ პარკერი ამერიკის პოლიციის ოფიცერი იყო, რომელსაც 14 აპრილს ლოჟაში შესასვლელის კონტროლი ევალებოდა. პარკერი დაითხოვეს არა იმ დღის ინციდენტის, არამედ რამდენიმე წლის შემდეგ სამსახურში ძილის გამო. რა მოხდა 14 აპრილს?

16. დასარიგებელი მასალა:

[ Mycoplasma *********ium]

თქვენ დაგირიგდათ მეცნიერების მიერ შექმნილი ბაქტერიის ნაწილობრივ დაფარული სახელი. ბაქტერიის ოფიციალურ სახელში არსებულ მეორე სიტყვას საერთო ფუძე აქვს 1973 წლის მოთხრობაში ნახსენებ ზმნასთან. რომელ ზმნასთან?

17. მითოლოგიის თანახმად, როდესაც გიგანტური ლოქოს მცველი კასიმა-ნო ყურადღებას ადუნებს ლოქო გამოთავისუფლებას ცდილობს. საინტერესოა, რომ აპლიკაციის ლოგოზე, რომელიც იქსის შესახებ გაფრთხილებთ, სწორედ ლოქოა გამოსახული. დაასახელეთ იქსი ორფუძიანი სიტყვით.

18. ერთ ნაწარმოებში ვხვდებით დესერტს, რომელიც ურჩხულის თვალისა და გამყინავი ხმის მქონე არსებისგან მზადდება. ამ ნაწარმის ინგლისურენოვანი სახელი ისევე გამოითქმის, როგორც რეალური დესერტის სახელი. დაასახელეთ ეს დესერტი.

19. ვიდრე მომავალი პრეზიდენტი ქვეყნის მართვის სათავეებს გადაიბარებდა, მერი ტოდი თეთრ სახლში ცხოვრობდა. მერი ტოდი განრისხდა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის პირად მცველად დანიშნეს… ვინ?

20. ბარი ლინდონი პერსონაჟია, რომელიც ცდილობს, თავისი სამშობლოს დამპყრობელი ინგლისური საზოგადოების ნაწილი გახდეს. 1974 წელს ბარი ლინდონის ეკრანიზაციის გადაღების ადგილზე ჩასულ სტენლი კუბრიკს იქსმა 24 საათი მისცა, რათა ქვეყანა დაეტოვებინა. დაასახელეთ იქსი აბრევიატურით.

21. 2020 წელს პოლიციის მიერ დადევნების შემდეგ ასეთ ლენდ კრუიზერში მსხდომი რენდი ლი კუპერი დაეჯახა კრისტინ ნიკოლს, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ასევე ასეთ ბუიკ რეგალში იჯდა. საბერძნეთის საზღვრის კვეთისას აღმოჩნდა, რომ ევროპაში ცუდი სახელის მქონე ქვეყნის, ალბანეთის, შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი მანქანით მგზავრობდა. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ასეთით შევცვალეთ.

22. დასარიგებელი მასალა:

[ Department of Government Efficiency]

ცოტა ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ახალი დეპარტამენტის შექმნას, რომლის სახელიც თქვენ დაგირიგდათ. დაასახელეთ პიროვნება, რომელიც აღნიშნული დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იქნება.

23. ამიანე მარცელინუსი აღწერდა სიტუაციას, როდესაც ერთ საღამოს შეკრებილმა საზოგადოებამ ამოტვიფრული სიმბოლოების მქონე თეფში დაიდო წინ და მრავალ შეკითხვაზე გაიგო პასუხი. ერთი ავტორი ამ თეფშს ადარებს იქსს. დაასახელეთ იქსი.

24. დენის გუტლებენი წერს, რომ ძმები მონგოლფიეების აეროსტატის საცდელი გაშვების წარმატებაზე მიუთითებდა ის, რომ [გამოტოვება]. აღადგინეთ გამოტოვება სიტყვებით, რომლებსაც ბოლოს ხედავთ ხოლმე.