Quattro Formaggi

ავტორები:
არჩილ კობახიძე, ბექა ხოჯავა, გიორგი გვეტაძე, პანტე სოხაძე
ჩატარების თარიღი: 2023-01-15

0. ტეტრაბლიცი. თითოზე მოსაფიქრებლად 15 წამი. ა) ელის მომზადებისთვის გამოიყენება ბაქტერია სახელწოდებით „ლაქტობაცილუს ჰელვეტიკუს“. აღადგინეთ სიტყვა, რომელშიც ჩვენ სულ მცირე ხუთი ასო გამოვტოვეთ. ბ) ნორმანდიაში მდებარე ამ დასახლების ეტიმოლოგია უკავშირდება ტოპონიმ კამპუს მაიმბერტს. დაასახელეთ ეს დასახლება. გ) გადათარგმნეთ იტალიურად „ხელახლა გამოცხობა“. დ) რომანში “ულისე” ლეოპოლდ ბლუმი ლანჩზე მიირთმევს იქსს. ერთი კრიტიკოსის აზრით, ეს წარმოადგენს ალუზიას ღვთაებრივ კომედიაზე, სადაც დანტე ჯოჯოხეთის მეცხრე წრეში ყოფნისას ხვდება ცნობილ მონსტრს. დაასახელეთ იქსი.

1. ყურადღება, შეკითხვაში იქსი წარმოადგენს ცვლილებას. ბესარიონ გაბაშვილის მიერ ქართული პოეტური ენის გამდიდრებაზე საუბრისას გიორგი ლეონიძე აღნიშნავს, რომ ბესიკმა ზეპირად იცოდა იქსი. დაასახელეთ იქსის ავტორი, თუ გეტყვით, რომ მის დაბადების დღეზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება.

2. დასარიგებელი მასალა:

[ "ახლისა და ძველის შუა

ის [გამოტოვებულია ორი სიტყვა],

ამ ტყუილს ბრძენსაც ქვეყანა,

ძმანო, ფეხებზედ ჰკიდია." ] თქვენ ახლა დაგირიგდათ ილია ჭავჭავაძის მიერ ბესარიონ ღოღობერიძისადმი მიძღვნილი ლექსის ფრაგმენტი. აღადგინეთ ორი სიტყვა, რომლებიც ჩვენ დასარიგებელ მასალაზე დავფარეთ.

3. რისორჯიმენტოს პერიოდის შესახებ დაწერილი რომანის პერსონაჟია დიდგვაროვანი, რომელსაც აღიზიანებს ეს ზედსართავი სახელი, რადგან მასში ფრანგების მახინჯ მიმბაძველობას ხედავს. დაასახელეთ ეს ზედსართავი სახელი ორფუძიანი სიტყვით.

4. ფელიქს ღლონტის ერთი ოპერის პარტიტურის გამოცემა საბჭოთა ცენზურის პირობებში აკრძალული იყო, თუმცა 1991 წელს მისი პრემიერა მაინც შედგა. ამ ოპერის შესახებ დაწერილ ნოდარ ანდღულაძის წერილს წინ უძღვის სამსიტყვიანი ეპიგრაფი ცნობილი ნაწარმოებიდან. დაწერეთ ეს სამი სიტყვა.

5. გირჩევთ ჩაიწეროთ. 1972 წელს გადაღებულმა ფოტომ სახელწოდებით „ომის საშინელება“ პულიცერის პრემია მოიპოვა, მასზე გამოსახულ ბავშვს კი მეტსახელად „პალმის გოგონა“ შეარქვეს. აღადგინეთ სიტყვა, რომელსაც ჩვენ ორი ასო ამოვაკელით.

6. ცნობილი მწერალი სიცოცხლის ბოლომდე თავისი ისტორიული სამშობლოს დანაწევრებას მისტიროდა და რუსულ და გერმანულ ენებზე პრინციპულად არ საუბრობდა. ერთ რეცენზიაში ნათქვამია, რომ თავის ნაწარმოებებში ის თითქოს პროგრესს ზურგს აქცევს და იქსისკენ მიემართება. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

7.

[დასარიგებელი მასალა: ტობია] კომპოზიტორმა არიგო ბოიტომ აირჩია ორსიტყვიანი ფსევდონიმი, რომელშიც თქვენთვის დარიგებული სიტყვის გარდა ფიგურირებს სიტყვა იქსი. ნოველისტი ფელისიენ მარსო ერთ ესეიში წერს: “ჩვენ ყველანი იქსის შვილები ვართ”. დაწერეთ იქსი პასუხის ფურცლებზე.

8. ერთ რომანში აღწერილია, თუ როგორ შეირთო ცოლად ბურგუნდიელმა რაინდმა ჰუგო დე კარმიუმ თავადი გურიელის ქალი და როგორ დასახლდა საქართველოში. ეს გადაწყვეტილება რაინდმა უხსოვარ დროში მომხდარის გამოსყიდვის სურვილით ახსნა. საინტერესოა, რომ დე კარმიუ იყო იქსის წევრი. დაასახელეთ იქსი სამი სიტყვით, რომელთაგან ორი ერთსა და იმავე ასოზე იწყება.

9. ჩემპიონთა ლიგის ჟურნალის ერთ-ერთ გამოშვებაში მეჰდი ტარემის ბიოგრაფია ანიმაციურად არის გაფორმებული. ფილმში მეჰდი ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრების სირთულეებზეც საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ტარემი თავისი კარიერის ადრეულ ეტაპზე ამ კლუბშიც ასპარეზობდა. დაასახელეთ ეს კლუბი.

10. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, კურსზე სახელწოდებით იქსი, შესამჩნევად გაიზარდა შეცდომით დარეგისტრირებულთა რაოდენობა. დევიდ კანის მიერ იქსის შესახებ დაწერილ წიგნში სარკე შვიდჯერ არის ნახსენები, პოლიალფაბეტურობა 43-ჯერ, ხოლო გასაღები 151-ჯერ. დაწერეთ იქსი ერთი სიტყვით.

11. მაფიის გავლენიანი ბოსი რასელ ბუფალინო ცდილობდა ნაკლებად მოხვედრილიყო ყურადღების ცენტრში. მის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ბიოგრაფიული წიგნის სათაური ნობელიანტი მწერლის ნაწარმოების სათაურს ემთხვევა. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

12. ერთი ინგლისურენოვანი პოსტერი მოგვიწოდებს ორიგინალურად აზროვნებისკენ, წარწერის ქვეშ კი გამოსახულია წესების დარღვევით დასრულებული ეს. დაასახელეთ ეს.

13. 2020 წელს გამოჩენილ კარიკატურაზე წითელ ფონზე გამოსახული რამდენიმე კოვიდ-19 ვირუსი განასახიერებს... დაწერეთ რამდენიმე სიტყვით, რას?

14. რომან “დიონისოს ღიმილში”შიშველი პერსონაჟის აღწერისას კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნავს, რომ მისი სხეულის სრულყოფილებას მხოლოდ იქსი არღვევდა. ვებ-გვერდ “მედისინ-ის” სტატიის თანახმად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იქსი 1977 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანს ჰქონდეს. დაასახელეთ იქსი მაქსიმალურად ზუსტად.

15. ,,მტაცებლის” შესახებ შექმნილ ერთ-ერთ კომიქსში ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ სამხედრო დესანტის სიუარდის ნახევარკუნძულიდან ციმბირში გადაყვანა მოუწიათ. დაწერეთ ამ კომიქსის ორსიტყვიანი სათაური.

16. დასარიგებელი მასალა:

[ Lakers won all the games from the seventh to the tenth and everything came down to eleventh game. ] ყურადღება, დარიგებულ ტექსტში ერთ-ერთი სიტყვა შეცვლილია ანაგრამით. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ფორმით.

17. ერთი ბლოგერის თქმით, ცნობილმა მწერალმა გერმანული რომანტიკული ლიტერატურის კაბადონზე მცირე დრო გაატარა, თუმცა მისი შემოქმედება კაშკაშა აფეთქებას ჰგავდა. დაასახელეთ ნეოლოგიზმი, რომელიც ფიგურირებს ამ ბლოგერის სტატიის სახელწოდებაში.

18. 1937 წელს ნიკოლაი ეჟოვმა “პოლონეთის სამხედრო ორგანიზაციის” წევრების დაკავების და გასამართლების ბრძანება გამოსცა. დევნამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ პოტენციური ეჭვმიტანილების მოსაძებნად შინსახკომში იქსების გამოყენებაც კი დაიწყეს. სიეტლის მერის 2011 წლის დადგენილების საფუძველზე ტრადიციული იქსები უსარგებლოდ და გარემოსთვის საზიანოდ გამოცხადდა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

19. დასარიგებელი მასალა: [ დასარიგებელი მასალა

ისე არ წავალ, მიწას კვალი არ დავაჩინო,

ჯერ უნდა ღვინო დაძმარებას გადავარჩინო.

მე ქვეყნად მოსვლა არვისთვის არ მითხოვია

და სანამ წავალ, მამაჩემმა უნდა მარჩინოს.

]

ნოდარ დუმბაძემ ჟურნალ ნიანგში გამოაქვეყნა არაერთი ლექსი, მაგალითად: ისე არ წავალ, მიწას კვალი არ დავაჩინო, ჯერ უნდა ღვინო დაძმარებას გადავარჩინო. მე ქვეყნად მოსვლა არვისთვის არ მითხოვია და სანამ წავალ, მამაჩემმა უნდა მარჩინოს. ამგვარი ლექსებისთვის, ცნობილი პოეტის პატივსაცემად დუმბაძემ მოიგონა ფსევდონიმი. დაასახელეთ ეს ორსიტყვიანი ფსევდონიმი.

20. გირჩევთ ჩაიწეროთ. საიტ Wikiart-ზე გამოქვეყნებული ნამუშევრების მიხედვით ადვილი შესამჩნევია, რომ მოდილიანის ნახატებზე გამოსახული ლიანები თითქმის ყოველთვის გაშლილია, მტევნები კი - ჩამომხმარი. აღადგინეთ კითხვის ტექსტში შეცვლილი ორი სიტყვა.

21. ემანუელ ლოიტცეს 1868 წელს შესრულებულ ტილოზე გამოსახულ ერთ-ერთ მამაკაცს ხელი გლობუსის ზედა ნაწილზე აქვს მოთავსებული, უილიამს კი ხელში კალამი უჭირავს. დაასახელეთ უილიამის გვარი.

22.

[დასარიგებელი მასალა: Looks like Pocahontas have got a couple of ------- -----. ] ერთი სერიალის პერსონაჟები დილით ჰელოუინის წვეულებიდან დაბრუნებულ ადამიანებს ათვალიერებენ და მათ დაზიანებებს განიხილავენ. ერთ-ერთი პერსონაჟი წარმოთქვამს თქვენთვის დარიგებულ ფრაზას და არაპოლიტკორექტულობისთვის მეგობრებისგან შენიშვნას მიიღებს. ამ ფრაზაში ჩვენ ორი სიტყვა გამოვტოვეთ. აღადგინეთ ეს სიტყვები.

23. ახლო მომავალში იგეგმება იქსის გაგრძელების პრემიერა სათაურით “ბისზე გამოძახება”. მასში 2001-2003 წლებში მიმდინარე მოვლენები იქნება ასახული. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

24. ყურადღება შეკითხვაში ცვლილებებია!XVII საუკუნის დასაწყისში ინგლისელი თომას დეკერი თავის ნაწარმოებებს წერდა როგორც ფართო მასებისთვის, ასევე არისტოკრატიისთვის. საიმონ ჯენკინსის თქმით, დეკერი ცდილობდა როგორც ზედა პალატის, ასევე ქვედა პალატის გულის მოგებას. დაასახელეთ ორი უცხოური წარმომავლობის სიტყვა, რომლებიც ჩვენ შევცვალეთ ზედა პალატით და ქვედა პალატით.

25. დასარიგებელი მასალა: [ დასარიგებელი მასალა

]

კალათბურთელ ზავიერ სიმპსონს ლიდერული თვისებებისა და თამაშის სტილის გამო ფანები მოიხსენიებენ ისევე, როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩენილ პერსონაჟს. დაასახელეთ ეს პერსონაჟი ერთსა და იმავეორასოზე დაწყებული ორი სიტყვით.

26. ნიალ ფერგიუსონის თქმით, შვიდწლიან ომში ინგლისის მარცხის შემთხვევაში, ეს სიტყვათშეთანხმება უფრო სიმბოლურ დატვირთვას შეიძენდა. დაასახელეთ ეს სიტყვათშეთანხმება.

27. 1463 წელს გამოქვეყნებულ ერთ პოემაში ხატოვნად არის ნახსენები "აყროლებული ტყე". ვის სამფლობელოში მდებარეობს ეს ტყე?

28. დასარიგებელი მასალა:

[ Crouch, A. (2010).Great American craft beer : a guide to the nation's finest beers and breweries.Philadelphia: Running Press. ] თქვენ დაგირიგდათ წიგნის სახელწოდება, რომელიც ციტირებული იყო აბრევიატურით დასათაურებულ სტატიაში. დაწერეთ ეს აბრევიატურა.

29. დუპლეტი. თითოეულზე მოსაფიქრებლად 30 წამი. 1) მან ერთი კვირა გაატარა ცერებრალური დამბლით დაავადებულთა კლინიკაში, სხვადასხვა დროს ისწავლა კანოეს აგება, ხორცის აქნა და დამუშავება, ჭრა-კერვა და ა.შ. დაწერეთ მისი გვარის პირველი ნაწილი. 2) ის ექვსი კვირის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად აშშ-ში ემიგრირდა. მშობლებს სურდათ, რომ ის ექიმი გამხდარიყო, თუმცა შემდეგ მას კინოკამერა აჩუქეს. დაწერეთ მისი მეორე სახელი.

30. მოისმინეთ დიალოგი ბიოგრაფიული ფილმიდან: - მაშ ასე, უკვე გზაში ვართ. 6000 მილი. წარმოგიდგენია?! - უფრო დიდ რიცხვებზეც მიფიქრია. დაასახელეთ პიროვნება, რომელსაც ეს ბიოგრაფიული ფილმი ეძღვნება.

31. გირჩევთ ჩაიწეროთ. ურუგვაელ მწერალს ორასიო კიროგას ხშირად რადიარდ კიპლინგს ადარებენ.კიროგას ნაწარმოებებს შორის გვხვდება საბავშვო მოთხრობების კრებული სახელწოდებით "ევას ზღაპრები".წინა წინადადების ერთ სიტყვაში ჩვენ ორი ასო გამოვტოვეთ. აღადგინეთ ეს სიტყვა.

32.

[დასარიგებელი მასალა: Unum saltum et siffletum et unum bumbulum ] გირჩევთ ჩაიწეროთ. თქვენ წინაშეა სახელწოდება ნაწარმოებისა, რომელსაც ჰენრი მეორის კარზე მოღვაწე ცნობილი ფლეიტისტი ასრულებდა. აღადგინეთ სიტყვა, რომელიც ჩვენ ნაწილობრივ შევცვალეთ შეკითხვის ტექსტში.

33. ქალაქ დამბარტონის სიახლოვეს არსებობს ხიდი, საიდანაც ძაღლები ხშირად ხტებიან და იღუპებიან. მოვლენის ასახსნელად რამდენიმე მიზეზი მოჰყავთ. პირველის თანახმად, ხიდის ქვეშ ადგილობრივი მოჩვენება ცხოვრობს. სხვა მოსაზრებით, ძაღლები გრძნობენ მოახლოებულ აღსასრულს და თავს იკლავენ. შესაძლოა, ძაღლები მდინარეში თევზის დასაჭერად ხტებიან. ყველაზე მისაღები ვერსია კი ცხოველთა ექსკრემენტების სპეციფიკურ სუნს უკავშირდება. ხიდის სახელწოდება ემთხვევა ჯოზეფის გვარს. დაასახელეთ ეს გვარი.

34. რომანის პერსონაჟი, რომლის ცოლიც სხვა კაცისგან ელოდება ბავშვს, იზიარებს შეხედულებებს ელეგიის შესახებ და იმედს არ კარგავს, რომ ხალხის თვალში შერცხვენას თავს დააღწევს. დაკარგულ პოემას, სათაურით “ელეგია”, მკვლევრები ტროას ომის ეპიკური ციკლის ბოლო ნაწილად მიიჩნევენ. აღადგინეთ სიტყვა, რომელსაც კითხვის ტექსტში რამდენიმე ასო ამოვაკელით.

35. 1614 წელს კენტერბერის არქიეპისკოპოსი კომპოზიტორ ჯონ ბულს გარყვნილებაში ადანაშაულებდა. არქიეპისკოპოსის სიტყვებით: "ბული თავის უხამსი თითებით ეხებოდა როგორც პირველს, ასევე მეორეებს." დაასახელეთ, რა შევცვალეთ სიტყვით პირველი და ვინ შევცვალეთ სიტყვით მეორეები.

36. ერთ რომანში ზღვისპირეთში სათევზაოდ ჩასული გამომძიებელი დაასკვნის, რომ ექვსი პერსონაჟიდან მხოლოდ ერთი უნდა იყოს მკვლელი. ამ რომანის ალტერნატიული სახელწოდებაა ,,საეჭვო პერსონაჟები”, ხოლო ორიგინალ სათაურში ფიგურირებს ხუთი იქსი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

37. ერთ პოდკასტში ნილ დეგრას ტაისონი ვერ იხსენებს ევერესტის სახელს და გვთავაზობს ალტერნატიულ, მოკლე ვარიანტს. დაწერეთ ეს ვარიანტი.

38. კომპანია კონვერსი კედებს 1908 წლიდან აწარმოებს, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ 2011 წლის ფილმში მას სწორედ კონვერსი აცვია. ვის?

39.

[დასარიგებელი მასალა:

pena

desânimo

tristeza

raiva

dor

decepção

vergonha ] თქვენ წინაშეა ერთი მოვლენისადმი მიძღვნილი საგაზეთო სტატია. ციფრების გამოყენებით დაასახელეთ ეს მოვლენა.

40. გირჩევთ ჩაიწეროთ. ბოჰუმილ ჰრაბალის წიგნში აღწერილია სატვირთო მატარებლის ვაგონი, რომელსაც ძროხები და ცხვრები გადაჰყავს. პერსონაჟის თქმით ეს ვაგონები ფუკოს ქანდარისთვის იყო განკუთვნილი. დაწერეთ ორი სიტყვა, რომლებიც წინა წინადადებაში შევცვალეთ.

41. დიზაინის შეცდომების ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ბრიტანული სასტუმრო, რომლის რეკვიზიტებზე სამი სიმბოლოს გამოყენებით გამოსახულია ამავე სასტუმროს შემოკლებული სახელი. დაასახელეთ მონარქი, რომლის პატივსაცემადაც ეწოდა ამ სასტუმროს სახელი.

42. პასკალ კინიარის წიგნში აღწერილია საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვეების მძიმე ცხოვრება, რომელსაც ფონად კლასიკური მუსიკა გასდევს. წიგნის ყდაზე გამოსახული პარტიტურის ნაწილი სტილიზებულია იქსის სახით. დაასახელეთ იქსი ორფუძიანი სიტყვით.

43. იაპონური ფოლკლორის თანახმად, დემონი ამიკირი, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა დაავადებებს უგზავნის, ღამ-ღამობით მაკრატლით, ან დანით ანადგურებს იქსებს. იქსი შედიოდა ჩრდილოეთ ვიეტნამელი პარტიზანების აღჭურვილობაში. დაასახელეთ იქსი რამდენიმე სიტყვით.

44. მეცნიერი მარშალ შეფერდი ნადიმს ადარებს განწყობას, მიტკალს კი ხასიათს. დაასახელეთ, რა სიტყვები შევცვალეთ სიტყვებით ნადიმი და მიტკალი.

45. Washington Post-ის სტატიაში ნათქვამია: ,,ადამიანთა ჯგუფი სინძიანიდან პაკისტანში გადასვლის მომენტში დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უდანაშაულოები იყვნენ, 13 ასეთი იქსი მაინც გადაიყვანეს ციხეში, სადაც წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ”. დაასახელეთ, რა სიტყვები შევცვალეთ ასეთი იქსით, თუკი ისინი ერთსა და იმავე სამ ასოზე იწყება.

46.

[დასარიგებელი მასალა: Got a 2.4 GPA my first semester in college. Thought maybe I wasn’t cut out for engineering. Grades ultimately aren’t what matter. ********* and ************ matter. ] თქვენ წინაშეა ტვიტის ნაწილი, რომელიც ნასას ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა დაპოსტა. დაწერეთ ორი სიტყვა, რომლებიც ჩვენ მასალაში დავფარეთ.

47. გირჩევთ ჩაიწეროთ. პერ ლაგერკვისტის ესეის ქართულ თარგმანში ნათქვამია, რომ მწერალი აპირებდა დაეწერა საკუთარი წინაპრების შესახებ, თავიანთი წარმართობითა და ძველისძველი ადათ-წესებით. კითხვის ტექსტში ჩვენ ერთი სიტყვა შევცვალეთ სინონიმით. დაწერეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ფორმით.

48. 1927 წელს ტრანსატლანტიკური გადაფრენის შემდეგ, რიჩარდ ბერდს ევროპაში ნამდვილი გმირივით შეხვდნენ. კაპიტანი ლეჟანდრი იმდენად აღელვებული იყო მფრინავთან შეხვედრის გამო, რომ ფეხზე წამოდგა და ბერდისკენ გაემართა. დაასახელეთ, რომელ ღირსშესანიშნაობაში შედგა ეს შეხვედრა.