თბილისის ჩემპიონატი უმაღლესი ლიგა - I ტური

ავტორები:
ანტონ ვაჭარაძე, თენგო ლელუჩაშვილი, ლევან სარქისოვი, შანშე ქენქაძე
ჩატარების თარიღი: 2024-03-10

1. ფილმ „წითელ ეშმაკუნებს“, იმდროინდელმა პრესამ, საბჭოთა სათავგადასავლო ფილმების იქსი უწოდა. სხვა „იქსის“ ერთ-ერთ წევრს სჯერა, რომ მომაკვდინებელი დარტყმა აქვს. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით?

2. დასარიგებელი მასალა:

[ Everyone else did! ]

ე.წ. Bandwagon effect-ზე (შინაარსობრივად რომ ვთარგმნოთ -ფეხის ხმას აყოლა) საუბრისას, დარიგებულ ფრაზას ამატებენ ერთი სლოგანის მეორე ნაწილად. კითხვა: დაასახელეთ ეს სლოგანი.

3. აფრიკაში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ. აღნიშნულ ადამიანებს კონგოში მოიხსენიებენ სიტყვით “შეგე”. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ სხვა კონტინენტზე მდებარე ტოპონიმი, რომლის გავლენითაც არის შექმნილი აღნიშნული სიტყვა.

4. ეკატერინბურგის უნივერსიტეტის კენიელ სტუდენტს, ერთი იუმორისტი პარადოქსულად უწოდებს ასეთ იქსს. კითხვა: დაწერეთ ასეთი იქსი თანაბარი ზომის სიტყვებით.

5. ტრევორ ნოამ ერთ გამოსვლაში იხუმრა, რომ იტალიამ პირველი ქალი პრემიერმინისტრი აირჩია და ეს კარგია. ცუდი ისაა, რომ იგი მემარჯვენეა და გამოდის რომ პრემიერმა წარმატების მისაღწევად, ამას ემიგრანტი ესროლა. ყურადღება, შეკითხვა: ორი სიტყვით დაასახელეთ თუ რას?

6. ჯაზში მნიშვნელოვანია იმპროვიზაცია და მოულოდნელი, დაუგეგმავი ქცევა. ექიმი ოლივერ საკსი წერს პაციენტზე, რომლსაც იქსმა ხელი შეუწყო გამხდარიყო წარმატებული ჯაზმენი. დაასახელეთ იქსი მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვით.

7. ფილმის პერსონაჟი ამბობს, მაფიის გაჯანსაღებისთვის კლანებს შორის ომი აუცილებელია და ახსენებს ამის გაკეთებას. გადმოცემის თანახმად, ამის გაკეთება ეგვიპტელებმა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ჰიპოპოტამზე დაკვირვებისას არასწორი დასკვნები გამოიტანეს. ყურადღება, შეკითხვა: რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ სიტყვებით ამის გაკეთება.

8. ინგლისურენოვან სერიალში, ნაჩვენებია პოსტაპოკალიპტური დედამიწა. ერთ ეპიზოდში ვხედავთ პერსონაჟს, რომელიც ცეცხლით უმკლავდება ზომბებს. ამავე სცენაში ცნობილი კომპანიის ლოგოზე ჩამქრალია ერთი ასო. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს კომპანია.

9. გირჩევთ ჩაიწეროთ. დოკუმენტურ ფილმში “სიყვარულის ცეცხლი”, მეცნიერი ყვება, თუ როგორ ნახარომიპირველად შვიდი წლის ასაკში, რამაც მაშინვე ინტერესი გაუღვიძა. ყურადღება, შეკითხვა: აღადგინეთ სიტყვა რომელსაც ასოები ამოვაკელით.

10. დასარიგებელი მასალა:

[honuamea

ʻaihonua ]

თქვენ დაგირიგდათ საკუთარი სახელების ნაწილები. ერთი შეიძლება ითარგმნოს როგორც - წითელი მიწა, მეორე - მიწის მჭამელი. კითხვა: დაწერეთ წინსართი, რომელიც ორივე საკუთარ სახელს ჩამოვაშორეთ.

11. ერთ ნაწარმოებში ვკითხულობთ, რომ ძველ წიგნებში დეჰიდრატაციას მრავალი თავი ჰქონდა დათმობილი. შეკითხვის ავტორი ეცადა წინა წინადადებაში ერთი სიტყვა დაემოკლებინა, მაგრამ საპირისპირო შედეგი მიიღო. დაწერეთ აღნიშნული სიტყვა.

12. ერთი წიგნის გმირი სკოლაში შესვლას ენთუზიაზმით არ ხვდება და ამბობს, რომ სკოლაში შესვლით იწყება იქსი. ერთი წყაროს თანახმად “იქსის” ადაპტაციით 1960-იან წლებში სტენლი კუბრიკი იყო დაინტერესებული. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

13. ყურადღება, იქსით შეცვლილია ერთი სიტყვა:წმინდა ბიბიანას საფლავის ირგვლივ დაკრეფილი მცენარეების მიღების შემდეგ, ადამიანებს თავის ტკივილი უქრებოდათ. წმინდა ბიბიანა ითვლება იქსის მფარველ წმინდანად. კითხვა: დაასახელეთ რომელ ღმერთს ვხვდებით იქსში.

14. ერთ პოსტაპოკალიპტურ ნაწარმოებში, პერსონაჟი წუწუნებს, რომ დედამიწაზე რადიაციული სხივები ძალიან მარტივად აღწევს და ცას ადარებს იქსს. დაასახელეთ იქსი ქართული ანბანის მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვით.

15. 1934 წლის ქართულ ფილმში გაშარჟებულია საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა. ერთი პერსონაჟი მეორეს ავალებს, ახლადგაწყობილი სუფრიდან აიღოს ომი. ყურადღება, შეკითხვა: აღადგინეთ სიტყვა, რომელშიც ასოები გამოვტოვეთ.

16. ფილმში ყოვლისშემძლე ბრიუსი, მთავარი პერსონაჟი ადამიანთა ლოცვების წასაკითხად იყენებს იმეილ პლატფორმას სახელწოდებით იაჰუ. წინა წინადადებაში ერთი სიტყვა მცირედით შევცვალეთ. ყურადღება, შეკითხვა: აღადგინეთ სიტყვა თავდაპირველი ფორმით.

17. ანიმაციურ ადაპტაციაში "წინასწარმეტყველი", მოხუცი პერსონაჟი ხუმრობს: ბოლოს ქალს მაშინ ვაკოცე, როცა ის ჯერ კიდევ ავად იყო. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ის, თანხმოვნებზე დაწყებული ორი სიტყვით.

18. ერთმა ქართველმა თავადმა დუელში გამოიწვია ფიოდორ დუზ-ხოტიმირსკი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მათი დაპირისპირების ჩანაწერი დაუკითხავად გამოაქვეყნა. დაასახელეთ ეს ქართველი.

19. ერთი მატჩის კომენტირებისას, გუნდის ლიდერით აღფრთოვანებულმა სტენ ვან განდიმ ამ ქალაქს, შვიდი ფუტის სიმაღლის ქალაქი უწოდა. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი.

20. ჯეიმს ტაბორის წიგნი, რომლის მოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი აფახაზეთში მიმდინარეობს, იწყება ციტატით ნაწარმოებიდან “მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ”. წიგნი მოგვითრობს მკვლევართა ჯგუფზე, რომელთა მიზანიც იყო აღმოეჩინა ყველაზე … … დაასრულეთ წინადადება ორი სიტყვით, რომლებიც სამ-სამი თანხმოვნით იწყება.

21. მათემათიკოსი მარკუს დიუ სოტოი თავის წიგნში პოპულარულ თამაშებზე მოგვითხრობს. იგი წერს, რომ ცნობილი ისტორია გამოგონილია, მაგრამ მასში სიმართლის მარცვალიცაა, რადგან აზიაში ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ იცოდნენ ასეთი იქსის შესახებ. შეკითხვა: დაასახელეთ ასეთი იქსი .

22. არჩილ ქიქოძის რომანის პერსონაჟი სამეგრელოში ერთ-ერთ პირველ უცხოური მარკის ავტომობილს ფლობს. დროთა განმავლობაში, ავტომობილი ადგილობრივებს შორის ისეთ საკრალურ ნივთად იქცა, რომ ცრუმორწმუნე ქალები კაპოტზე ქადებსა და კვერებსაც კი ტოვებდნენ. კითხვა: დაასახელეთ მოკლე ტოპონიმი, რომლის წარმოშობაც დაკავშირებულია მსგავს ცრურწმენასთან.

23. შეკითხვაში იქსით შეცვლილია სამი სიტყვა. თამაზ ჭილაძე წერს რომ ჰერმან მელვილის შთაგონების წყარო „ბიბლია“ იყო. აქვე აქაბისა და ვეშაპის აღწერისას ახსენებს იქსს. დაასახელეთ ნაგებობა, რომელიც ცნობილ ნაწარმოებში შედარებულია იქსთან.

24. ტურის ბოლო შეკითხვა! ჯეიმს ვინსენტი წერს, რომ ინდიელები მანძილს რომლის დაფარვასაც ძალიან მცირე დრო სჭირდება მოიხსენიებდნენ ტერმინით ერთი ალი. აღადგინეთ სიტყვა რომელშიც გამოვტოვეთ რამდენიმე ასო.

25. ალტერნატიული ისტორიის ჟანრის ამერიკულ სერიალში - “For All Mankind”, იქსი არის ალექსეი ლეონოვი. დაწერეთ იქსი სამი სიტყვით.

26. სერიალში “The Last Of Us”, ადამიანები მუტირებული მიკროორგანიზმებით ავადდებიან. სერიალის ერთ ეპიზოდში, ონკოლოგები საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეზე. ყურადღება, კითხვა: აღადგინეთ სიტყვა, რომელშიც ორი ასო სხვა ორი ასოთი შევცვალეთ.

27. გირჩევთ ჩაიწეროთ. ლონდონში მდებარე ერთ პაბს ხშირად სტუმრობენ ეპიდემიოლოგები. დეირდრე მასკი წერს, რომ ერთხელ აღნიშნულ პაბში წააყდა თამაშების ბევრ მოყვარულსაც. ყურადღება, შეკითხვა: დაწერეთ ორი სიტყვა რომელიც შეკითხვაში გამოვტოვეთ.

28. ერთმა კომპანიამ, ამ პერსონაჟის დახმარებით მოახდინა იმის ილუსტრირება, თუ რამდენად წელვადია მათ მიერ წარმოეული ლეიკოპლასტირი. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ 1988 წელს დაბადებული ქართველი, რომლის მეტსახელიც ემთხვევა აღნიშნულ პერსონაჟის სახელს.

29. დასარიგებელი მასალა: დასარიგებელი მასალა

ფოტოზე რონალდოსთან ერთად გამოსახული ფეხბურთელის მეტსახელია ჰარვინიო. ყურადღება, შეკითხვა: აღადგინეთ სიტყვა, რომელშიც ოთხი ასო სხვა ოთხი ასოთი შევცვალეთ.

30. 1956 წელს, კომპანია “ჯენერალ ელექტრიკმა” რონალდ რეიგანს სახლი აუშენა და იმ დროისთვის არსებული, ყველა ტექნიკური საშუალებით აღჭურვა. რეიგანი ხუმრობდა, რომ სახლი პირდაპირ იყო დაკავშირებული დაახლოებით 20 წლით ადრე გახსნილ ობიექტთან. ყურადღება, შეკითხვა: რომელი პრეზიდენტის სახელს ატარებს ეს ობიექტი?

31. ამერიკული მოთხრობის შეუხედავი პერსონაჟი აღნიშნავს, რომ ქალებთან წარმატების მიღწევა ისეთი რთულია, როგორც პატარა პარანოიის პერიოდში მტვერსასრუტის გაყიდვა. აღადგინეთ სამი სიტყვა, რომელიც სხვა სამი სიტყვით შევცვალეთ.

32. დოკუმენტურ ფილმში ამას უწოდებენ მორალურ ვალუტას. შეკითხვის ერთ სიტყვაში გამოვტოვეთ ორი ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა.

33. სიუნიკის პროვინციაში მდებარე ნეოლითური კონსტრუქცია "ქარაჰუნჯი" ტურისტებს შორის ცნობილია მეტსახელით ასეთი იქსი. ყურადღება, შეკითხვა: ერთსადაიმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით დაწერეთ რა შევცვალეთ სიტყვებით ასეთი იქსი.

34. დონალდ რაიფილდი წერს, რომ სომხეთის კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი, აღასი ხანჯიანი, რომელმაც იქამდე ერთხელ იხუმრა - თბილისი სომხური ქალაქიაო, ბერიას კაბინეტში ძვირფასი აღმოსავლური ძღვენით მივიდა და მოთხოვნა წამოაყენა. საბოლოოდ, ხანჯიანი აღმოჩნდა იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ქრისტეშობამდე მცხოვრები ადამიანი. კითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.

35. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში, სტალინი თანასოფლელებს ეუბნება, რომ ომი თვითონ დაიწყო და არა ჰიტლერმა. შეკითხვის ერთ სიტყვას სამი ასო ამოვაკელით. აღადგინეთ აღნიშნული სიტყვა.

36. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებებია! აღმოჩენიდან მცირე ხნის შემდეგ, შემოდგომის ბუნიობის დროს, გალილეომ ვეღარ შეძლო იქსის იგრეკების დანახვა. რის შემდეგაც დასვა კითხვა: გააკეთა თუ არა იქსმა ეს? არ გეკითხებით იქსს და იგრეკს. დაწერეთ რა შევცვალეთ სიტყვებით გააკეთა ეს.

37. ვიწყებთ დღეისთვის ბოლო ტურს! ჟურანალისტ ვიტოლდ შაბლოვსკის წიგნი მზარეულებთან ჩაწერილი ინტერვიუების კრებულია. წიგნის პირველ თავს ჰქვია ტარტი. აღადგინეთ სიტყვა რომელშიც ამოკლებულია სამი ასო.

38. ერთ მითოლოგიურ არსებას ცალ მხარეს უფრო მოკლე კიდურები აქვს, ვიდრე მეორე მხარეს. თუ ამ არსების ასეთი წარმომადგენელი პირისპირ შეხვდება ისეთს, მაშინ მათ სამკვრო-სასიცოცხლო ბრძოლა მოუწევთ. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ რა შევცვალეთ ასეთით, ან ისეთით.

39. რუსი ჟურნალისტი საუბრობდა რა ერთ იუთუბერზე, რომელიც თვეში 100.000$-ს გამოიმუშავებს, გამოთქვამდა იმედს, რომ ახალგაზრდას წარმატებისგან თავბრუ არ დაეხვევა და მთელს ფულს უნიტაზს არ გაატანს. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ, რა შექმნა ამ იუთუბერმა.

40. ერთ მიმში, რომელიც თანამედროვე რუსეთში გავრცელებულ ანიტდასავლურ პროპაგანდისტულ ნარატივს ეძღვნება, ტიმონი და პუმბა მოხსენიებულნი არიან, როგორც პირველი და მეორე. ყურადღება, შეკითხვა: რა გამოვტოვეთ შეკითხვაში?

41. ერთი სიტყვით დაასახელეთ 1990 წელს გაუქმებული ორგანიზაცია, რომელშიც ოფიციალურ ქვედანაყოფებს წარმოადგენდა: ნაგვის დეპარტამენტი და კედლის დეპარტამენტი.

42. ერთ სტატიაში ხაზს უსვამენ ალასკაზე არსებულ რთულ კლიმატურ პირობებს და ახსენებენ 1950 წელს მომხდარ შემთხვევას, რომელშიც თვითმფრინავი ფიგურირებს. ამავე სტატიაში - ბაროუს, ანკორიჯსა და ჯუნოს შორის მდებარე ტერიტორია მოხსენიებულია როგორც ალასკას იქსი. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.

43. დასარიგებელი მასალა: დასარიგებელი მასალა

თქვენს წინაშეა სახუმარო პოსტერი, რომელიც ასახავს… რომელ მოვლენას?

44. როდესაც უილიამს შესთავაზეს, იქსებიდან ერთ-ერთს სახელი მის საპატივცემულოდ დარქმეოდა, მან უარი თქვა, რადგან კვაკერები პიროვნების მიხედვით სახელის დარქმევას ქრისტიანულ გადმონაშთად თვლიდნენ. იქსები შეიქმნა ოსკაროსანი ფილმისთვის. დაასახელეთ რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ იქსებით.

45. ერთ ნაწარმოებში, რომლის მოქმედებაც პენსილვანიის პატარა ქალაქში ვითარდება, კრიმინალი პერსონაჟი ვერსად ვერ აკეთებს ამას. ერთსადაიმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით დაწერეთ რა შევცვალეთ სიტყვებით აკეთებს ამას.

46. ამ ფეხბურთელზე საუბრისას, კომენტატორმა თქვა, რომ მას დიდი ბრძოლა მოუწევს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად და ახსენა გუნდის სხვა ფორვარდები. შეკითხვა: დაასახელეთ 1999 წელს დაბადებული ეს ფეხბურთელი.

47. 1871 წელს იაპონურმა დელეგაციამ მოინახულა ევროპული და ამერიკული ინდუსტრიული ცენტრები. რის შედეგადაც, მიღებულ იქნა იაპონიის მოდერნიზების გადაწყვეტილება. ერთ დოკუმენტურ ფილმში ამაზე საუბრისას ნათქვამია, რომ იაპონელ ფეოდალებს მოუწიათ პირველი გაეცვალათ მეორეზე. დაწერეთ პირველი და მეორე ერთსადაიმავე ასოზე დაწყებული სიტყვებით.

48. გასული საუკუნის მიწურულს ჰაიაო მიაძაკი გიბლის დატოვებას გეგმავდა და მემკვიდრედ რეჟისორ იოსიფუმი კონდოს მოიაზრებდა. კონდო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, თუმცა ის მალევე, ახლაგაზრდა გარდაიცვალა. კონდოს გარდაცვალების მიზეზად დაასახელდა ედალოსი. ყურადღება, შეკითხვა: დაწერეთ სიტყვა, რომელიც შეკითხვაში შეცვლილია სხვა სიტყვით.

49. დუპლეტი:

1. 18+ ფილმებში მონაწილეობით ცნობილ მსახიობს, როკო სიფრედის მეტსახელად ეძახდნენ იქსს. დაასახელეთ სხვა მსახიობი, რომლის მეტსახელი ასევე არის იქსი.

2. 18+ ფილმებში მონაწილეობით ცნობილ მსახიობს, როკო სიფრედის მეტსახელად ეძახდნენ იქსს. დაასახელეთ სხვა მსახიობი, რომლის მეტსახელი ასევე არის იქსი.